2 ოქტომბერი, 2018

რევაზ ლაღიძის ბიუსტი თბილისში

რევაზ ლაღიძის ბიუსტი თბილისშიცნობილი ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის სახელთან არაერთი ცნობილი სიმღერაა დაკავშირებული.

“თბილისო”, ” ჩახედე მეგობარს თვალებში”, “ყური უგდე საქართველოს მთებს და ლელიანს”, “დარკვეთელო ქალო”, “გულს რად მიკლავ”, “წუთისოფელი ასეა”, – ეს უმცირესი ჩამონათვალია იმ მუსიკალური ნაწარმოებებისა, რომელიც კომპოზიტორმა შექმნა. 30-ზე მეტი ფილმი, 40-ზე მეტი სპექტაკლი სწორედ რეზო ლაღიძის მუსიკით გაფორმდა.

7 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე კონკასთან არსებულ სკვერში კომპოზიტორის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნება და “ქართული ხმების” კონცერტი გაიმართება.

სიმბოლურია, რომ თბილისისთვის ულამაზესი და უკვდავი ჰიმნის ავტორის ბიუსტი სწორედ თბილისობის დღესასწაულზე გაიხსნება.