28 ოქტომბერი, 2018

რა დაპირებები იქნებოდა, ამომრჩევლები რომ ბავშვები ყოფილიყვნენ

ალბათ არავის უფიქრია, რა დაპირებები ექნებოდათ პოლიტიკოსებს, ამომრჩევლები უფროსები კი არა, ბავშვები რომ ყოფილიყვნენ.
კოტე იანტბელიძემ ის 10 მთავარი დაპირება ჩამოაყალიბა, რომელთა მოსმენაც პოლიტიკოსებისგან ბავშვებს ყველაზე მეტად გაახარებდათ:
1. ყველა სათამაშო ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იქნება;
2. უამრავი სკვერი გაკეთდება სათამაშოდ და სასეირნოდ;
3. მულტფილმები გახმოვანდება გამართული ქართულით;
4. აიკრძალება ბავშვების გაღვიძება ლექსის თქმის, ან პიანინოზე დაკვრის მიზნით;
5. აიკრძალოს ბავშვების დაბადების დღეზე ბავშვების გართობის ნაცვლად უფროსების ქეიფი;
6. ამიერიდან უფროსები სამი ზომით დიდი ტანსაცმლის ნაცვლად მხოლოდ თქვენი ზომისას შემოგთავაზებენ;
7. კონსტიტუციაში შევა ცვლილება და გაუქმდება სუპები;
8. სკოლაში ისწავლით იმას, რაც გამოგადგებათ და არა იმას, რაც საგანს შეგაჯავრებთ;
9. საბავშვო ლექსები იქნება ბავშვებისთვის საინტერესო და არა დიდებისთვის სატრაბახო;
10. სოცქსელებში ბავშვების უხერხული ფოტოები აღარ დაიდება.
რა დაპირებები იქნებოდა, ამომრჩევლები რომ ბავშვები ყოფილიყვნენ
რა დაპირებები იქნებოდა, ამომრჩევლები რომ ბავშვები ყოფილიყვნენ