6 ოქტომბერი, 2018

ქართული ანბანის ისტორია 160-ზე მეტი ექსპონატით გაცოცხლდა

ქართული ანბანის ისტორია 160-ზე მეტი ექსპონატით გაცოცხლდაგერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და ცნობილმა გაზეთმა “Frankfurter Algemeine” ქართული ანბანის ისტორიის შესახებ მოწყობილ გამოფენას ვრცელი სტატია მიუძღვნა.

ოფენბახის შრიფტის მუზეუმში ქართული ანბანის ისტორია 160-ზე მეტი ექსპონატით გაცოცხლდა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

“ქართული ანბანის კიდევ ერთი დიდი წარმატება! დღეს გერმანიის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა და ცნობილმა გაზეთმა “Frankfurter Algemeine” დიდი სტატია მიუძღვნა ხელოვნების სასახლის მიერ ოფენბახის შრიფტის მუზეუმში მოწყობილ გამოფენას.

ექსპოზიცია, რომელიც ქართული ანბანის ისტორიას ეძღვნება და 160-ზე მეტ ექსპონატს მოიცავს გერმანელ დამთვალიერებელში დიდ ინტერესსა და აღფრთოვანებას იწვევს. სტატიის ილუსტრაციებშია ზუგდიდის დადიანების სასახლეში გადაწერილი სამართლის კრებული, რომელიც ორი წლის წინ პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა გვაჩუქა. დღეს მისი საჩუქარი განათლებულ ევროპას ქართველი ხალხის ისტორიას საუკეთესოდ წარუდგენს.

აქვეა პეტრე ოცხელის მიერ შექმნილი შრიფტები და აფიშები, რომლებიც უცხოელ დამთვალიერებელს გულგრილს არ ტოვებს! მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში გვერდით დაგვიდგა, განსაკუთრებით მიხეილ ბატიაშვილს, მიხეილ გიორგაძეს, დეა მეტრეველს, ირინა საგანელიძეს, არჩილ გელოვანს, მათი თანადგომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა!”

ქართული ანბანის ისტორია 160-ზე მეტი ექსპონატით გაცოცხლდა