Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიკოლაი კარაჩენცოვი გარდაიცვალა

26 ოქტომბერი, 2018

ნიკოლაი კარაჩენცოვი გარდაიცვალაცნობილი მსახიობი ნიკოლაი კარაჩენცოვი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 74 წელი ხვალ, 27 ოქტომბერს შეუსრულდებოდა.

ნიკოლაი კარაჩენცოვი მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსულ მედიას მისმა მეუღლემ და შვილმა დაუდასტურეს.

მსახიობის გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა. მეტასტაზები ხელოვანის მთელ ორგანიზმში იყვნენ მოდებული და ბოლო ორი დღის განმავლობაში იგი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მსახიობი საქართველოს არაერთხელ სტუმრობდა. მისი უკანასკნელი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში 2002 წელს განხორციელდა, როდესაც გრიბოედოვის თეატრში ნიკოლაი კარაჩენცოვის საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა.