16 ოქტომბერი, 2018

მწერალი ირაკლი კაკაბაძე გონწასული იპოვნეს

მწერალი ირაკლი კაკაბაძე გონწასული იპოვნესმწერალი ირაკლი კაკაბაძე გონწასული იპოვნეს.

ინფორმაცია ამის შესახებ მარიამ ჯანელიძემ გაავრცელა:

“ბელინსკის ქუჩის მიდამოებში გონწასული იპოვეს მწერალი ირაკლი კაკაბაძე.

ექიმებმა ადგილზევე გამორიცხეს დიაბეტი, როგორც წაქცევის მიზეზი. კაკაბაძე საფაროვის მკვლელობის მიზეზებზე სასაუბროდ მიდიოდა თავის კოლეგასთან. მისი გადარჩენა მოხერხდა იქვე მდგომი ადამიანების საშუალებით.”

მწერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

როგორც მოგვიანებით მწერალმა თავად განაცხადა:

”ყველაფერი კარგადაა. დიდი მადლობა თანადგომისთვის. ფაშისტების და ნაცისტების ჯინაზე ყველაფერი კარგადაა და კიდევ უფრო ძლიერები ვართ.”