– მოდი თეატრში მაშინ, როცა ქალაქს სძინავს, გაერთე და ნახე სპექტაკლი! – ასეთია მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალი პროექტის დევიზი.
თეატრის ახალ პროექტს „ღამე თეატრში“ ჰქვია, რომლის ფარგლებშიც მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს ორ ბილეთს ერთის ფასად სთავაზობს.
20 ოქტომბერს 01:35 წუთზე მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოდგენილი იქნება მონოსპექტაკლი „ღამე და თუთიყუში“ ნიკოლოზ ფაიქრიძის მონაწილეობით.
სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ფასი 10 ლარია. ადგილები შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2 95 78 74 (სალარო).