10 ოქტომბერი, 2018

მოუსმინეთ ხატია ბუნიათიშვილს ქართული პავილიონის გახსნაზე

მოუსმინეთ ხატია ბუნიათიშვილს ქართული პავილიონის გახსნაზეწელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მასპინძელი ქვეყანაა, ამიტომაც მსოფლიოს მთელი ყურადღება ჩვენი ქვეყნისკენ არის მოპყრობილი.

ფრანკფურტში ქართული პავილიონი საზეიმოდ გაიხსნა. მისი გახსნის პატივი პიანისტ ხატია ბუნიათიშვილს ერგო.

მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი შეკრებილ საზოგადოებას მიხეილ გიორგაძემ წარუდგინა.

ხატიამ მსმენელისთვის ოთხი ნაწარმოები შეასრულა, მათ შორის ცნობილი მეგრული სიმღერა “ვა გიორქო მა”.