7 ოქტომბერი, 2018

მიმართვა კახი კავსაძეს!

მიმართვა კახი კავსაძეს!– კახი კავსაძეს! კახი ბატონო! ცხოვრება რთული რამეა და კაცმა არ იცის, ბედისწერა ვის სად მოისვრის, – ასე მიმართავს რუსთაველის თეატრის მსახიობს კახი კავსაძეს თამაზ კერძევაძე:

“ყველა გზა და საშუალება რომ მომიკვეთონ, ქუჩაში დავდგები და ხელს გავიწვდი.

თქვენც ხომ ხელი გაქვთ გაწვდილი. რას იზამ, ასეთ უბედურ დროში მოგვიწია ცხოვრება. გულწრფელად გეუბნებით, ამით ჩემს თვალში ოდნავადაც არ დამცირებულხართ. პირიქით.

მაგრამ როგორც კი მათხოვარი მაღალ ტრიბუნაზე შემოხტება და ერის დამოძღვრას იწყებს, რომ ყველაზე დიდი ადამიანი ისაა, ვინაც მას ვერცხლი ჩაუდო, ეგაა ამაზრზენი!”