17 ოქტომბერი, 2018

ლიზა ბათიაშვილის შეუდარებელი გამოსვლა ბერლინში

ლიზა ბათიაშვილის შეუდარებელი გამოსვლა ბერლინშიცნობილმა ქართველმა მევიოლინემ ლიზა ბათიაშვილმა ბერლინში გამართულ Opus Klassik Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე დაუკრა.

კონცერტზე მუსიკოსმა ენიო მორიკონეს მიერ დაწერილი მელოდია ააჟღერა ცნობილი იტალიური ფილმიდან “კინოთეატრი პარადისო”, რომლის არანჟირებაც ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის.

მიხეილ მდინარაძე, კომპოზიტორი:

“ასე დიდი ხანია არ მისიამოვნია! ლიზას ბგერა რაღაც სხვა სამყარო, სხვა განზომილებაა… არ ვიცი როგორ უნდა მოეფერო ვიოლინოს, რომ ასე აამღერო. ნიკას ვერსია სრულიად ფანტასტიურია, სულ ვიძახი, რომ მორიკონე ქართველია-თქო. ჰოდა, ეხლა მივხვდი – ქართველის ხელში აჟღერდა სრული სიმძაფრით და ფერების ათასგვარი შუქ-ჩრდილით!

თემა თემად სასწაულია და ლიზას ხელში ყალბი სენტიმენტალიზმის არარსებობის და სრული გულწრფელობის პირობებში ეს მუსიკა თავიდან დაიბადა. ბევრი ვერსია მომისმენია ამ თემის, ასეთი – ჯერ არა!”