13 ოქტომბერი, 2018

ლანა ღოღობერიძე: “ჩემთვის ყველაფერი საინტერესო ჯერ კიდევ წინაა”

ლანა ღოღობერიძე: "ჩემთვის ყველაფერი საინტერესო ჯერ კიდევ წინაა"აცხადებს რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი საინტერესო მის ცხოვრებაში ჯერ კიდევ წინ არის:

“ცხოვრება რა არის? უნდა დაიხარჯო ყოველ წუთში ყველანიარად – ემოციურად, გონებრივად, ინტელექტუალურად.

როცა ინტენსიურად ხარ ჩართული ცხოვრებაში, მაშინ ნაკლებად ფიქრობ ასაკზე. არ მახსოვს მომენტი, როცა ტრაგიკულად განვიცდიდი, რომ გავხდი 50-ის, ან 60-ის. ამაზე ყურადღება არასდროს გამიმახვილებია.

მჯერა, რომ ყველაფერი საინტერესო არის სულ წინ. ადამიანი სულ უნდა ელოდოს რაღაც საინტერესოს ცხოვრებაში. ასაკს სულ არ აქვს მნიშვნელობა და პირიქით, ასაკში უფრო გიმძაფრდება შეგრძნება, ინტერესი, ცნობისმოყვარეობა და კიდევ გინდა რაღაც ნახო, რაღაც გაიგო. რამდენ ხანსაც ეს გაქვს, იმდენ ხანს ცოცხალი ხარ და კარგად ხარ.

ჩემთვის ყველაფერი საინტერესო ჯერ კიდევ წინაა, რადგან ცხოვრება მართლაც საინტერესო და მშვენიერია.”