Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ლალი მოროშკინა: “არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე…”

16 ოქტომბერი, 2018

ლალი მოროშკინა: "არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე..."აცხადებს ”ცეკვავენ ვარსკვლავების” მერვე სეზონის მონაწილე ლალი მოროშკინა და ამ განცხადების მიზეზსაც ყველასთვის საჯაროდ განმარტავს:

“მე ჩავიფსი” – როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში “გავუტარებ” ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს – მე აღარ ვარ მე!

როდესაც ვხედავ აშკარა უპატივისცემლობას (ეს მინიმუმ) ჩერტკოევის მხრიდან პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით და მერე რა რომ მე ეს არ მეხება? – მე, მე არ ვარ!!!

როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24 საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები – მე, მე აღარ ვარ!

როდესაც ჩემი კოლეგის თორნიკე კვერენჩხილაძის ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტს, ხოლო მე ჩუმად ვარ – ვინ ვარ მე?

ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე:

დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!!

არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოგრაფებმა და ტყუპებმა!

უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!

ყველას დიდი მადლობა და ნახვამდის!

P.S. არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე… სე ლა… ვი.”