1 ოქტომბერი, 2018

ლალი კანდელაკი “დონ კიხოტს” ემშვიდობება

ლალი კანდელაკი "დონ კიხოტს" ემშვიდობებათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი, პრიმა-ბალერინა ლალი კანდელაკი “დონ კიხოტში” ჩელიტას პარტიას ბოლოჯერ იცეკვებს.

16 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დიდი საბალეტო ზეიმი შედგება. ლალი კანდელაკი „დონ კიხოტში“ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავთან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულ ბრუკლინ მაკთან ერთად იცეკვებს.

ბალეტის მოყვარულებს ნამდვილი დღესასწაული ელით. თუმცა, ამ ზეიმს ერთგვარი სევდა ახლავს. ლალი კანდელაკმა გადაწყვიტა, რომ ეს „დონ კიხტოში“ მისი ბოლო შესრულება იქნება. მაყურებელს დიდხანს ემახსოვრება ჩელიტას პარტიაში მისი მართლაც გამორჩეული შესრულება, რომლის ნახვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ 16 ნოემბერს მიეცემა.