18 ოქტომბერი, 2018

კობა ჭუმბურიძე: “ნუ ებუტები ქართულს!”

კობა ჭუმბურიძე: "ნუ ებუტები ქართულს!"– რა გადაგვხდა და რა გვჭირს, დასაფიქრებლად ღირს, – ამბობს პოეტი კობა ჭუმბურიძე და თითოეულ ქართველს საკუთარი ენის პატივისცემისკენ მოუწოდებს:

“ვინც არად აგდებს ფესვებს
და ამჯობინებს სხვის
ენას და სიტყვებს ეძებს
გადაღმა შავი ზღვის,
საკუთარს არ აფასებს,
ეძახის მჭლეს და მწირს,
მივმართავ ყველა ასეთს,
ღამურასა თუ ვირს –
ნუ ებუტები ქართულს
და ნუ უბზუებ ცხვირს,
ის არ გტოვებდა მარტოს,
შენ მიატოვე ის.
შენივ სიბეცე დაგსჯის,
ფასს გადაიხდი ძვირს…

რა გადაგვხდა და რა გვჭირს,
დასაფიქრებლად ღირს.”