მომღერალი ნინო ქათამაძე რომ დიდი და კეთილი გულის პატრონია, ეს სიახალე არავისთვისაა, მაგრამ არის ისტორიები, რომელიც მის დიდსულოვნებაში კიდევ უფრო დაგარწმუნებთ.
ჟურნალისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც თბილისიდან ფეხით ჩავიდა აფხაზეთის ე.წ. საზღვართან, მომღერალ ნინო ქათამაძეზე ერთ კეთილ და მნიშვნელოვან ისტორიას იხსენებს:
“ერთი კეთილი ისტორია უნდა მოგიყვეთ, ჩემთვის ვინახავდი, მაგრამ ჯობს ბევრმა გაიგოს:
ზესტაფონთან უნდა გამეთენებინა ღამე მსვლელობის მეშვიდე დღეს, ძილის წინ გემრიელად ვჭამე, დამწვარ სხეულზე მალამო წავისვი წამებით და რეკავს ნინო ქათამაძე, ძალიან ხმაურია, ძლივს ვარჩევ სიტყვებს.
წამით ხმაური გაქრა და მეუბნება, ტელეფონი ყურთან ახლოს დაიდე და გემრიელად დაიძინე, დღეს შენთვის ვიმღერებო.
მერე მთელი კონცერტი ხელში ტელეფონით იმღერა, პერიოდულად ამოწმებდა ჩამეძინა თუ არა. საათნახევრის შემდეგ მიმეძინა. თან დაღლილს, თან დამწვარს და თან ძალიან ბედნიერს.
ჰოდა, ეგაა ზუსტად ბედნიერებაც, თავი ფილმში რომ გგონია და თან შენ რომ ხარ იმ ფილმის რეჟისორი.”