Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მარტვილში საზეიმოდ დაიხურა

5 ოქტომბერი, 2018

კამერული მუსიკის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი მარტვილში საზეიმოდ დაიხურა მარტვილში საზეიმოდ დაიხურა კამერული მუსიკის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“. ფესტივალის დასკვნითი, გალა კონცერტი სახლინოს დადიანის საშემოდგომო რეზიდენციის ხეივანში ღია ცის ქვეშ გაიმართა.

30 სექტემბერს გამართულ ფესტივალის დასკვნით კონცერტში მონაწილეობდნენ ვალერიან შიუკაშვილი, თამარ ლიჩელი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, მაესტრო ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით; ავსტრიული საფორტეპიანო ტრიო ACCIO და კლასიკური აკორდეონის ტრიო ლიეტუვიდან – INDEED.

მუსიკოსებმა მსოფლიო კლასიკური მუსიკის ცნობილი შედევრები, მათ შორის ქართული კომპოზიციები შეასრულეს. კონცერტის დასასრულს კი ფესტივალის სტუმრებმა, ცნობილმა მომღერლებმა, ეკა მამალაძემ და ნუკრი კაპანაძემ მაყურებლის თხოვნით მეგრული სიმღერების პოპური აფხაზეთის კაპელასთან ერთად შეასრულეს.

კამერული მუსიკის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი მარტვილში საზეიმოდ დაიხურა

ფესტივალს მაღალი შეფასება მისცეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუს პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, მუსიკისმცოდნე რუსუდან წურწუმიამ და პოლონეთის ქალაქ კრაკოვიდან სპეციალურად მოწვეულმა მუსიკის კრიტიკოსმა აგნიეშკა ლაკნერმა.

კამერული მუსიკის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი მარტვილში საზეიმოდ დაიხურა

ფესტივალი განხორციელდა პროექტ ჩეკინ ჯორჯიას ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჭყონდიდის ეპარქიის მხარდაჭერით.

კამერული მუსიკის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი მარტვილში საზეიმოდ დაიხურა

ოქროს სპონსორი – ანაკლიის განვითარების კონსორციუმი;

გენერალური სპონსორი – კომპანია ლაიფ მასტერი.

ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი – შიო აბრახამია.

დირექტორი – ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

კამერული მუსიკის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი მარტვილში საზეიმოდ დაიხურა