19 ოქტომბერი, 2018

იცით ვინ იყო შრეკის რეალური პროტოტიპი?

იცით ვინ იყო შრეკის რეალური პროტოტიპი?ანიმაციური ფილმი “შრეკი” არა მარტო პატარების, არამედ უფროსების საყვარელი მულტფილმიცაა.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ შრეკის პერსონაჟის შექმნას საფუძვლად დაედო რეალური პიროვნების მორის ტილეტის არსებობა. მორისი საფრანგეთში დაიბადა. ის ძალიან განათლებული პიროვნება იყო და 14 ენაზე ლაპარაკობდა.

მას ჰქონდა უიშვიათესი დაავადება – აკრომეგალია. ეს არის ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული ზრდის ჰორმონის (სომატოტროპინის) სიჭარბით გამოწვეული მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს ეზრდება წარზიდული ნაწილები, კიდურები, ცხვირი, ნიკაპი.

რამდენიმე წელიწადში ახალგაზრდა ბიჭი საშიშ გიგანტს დაემსგავსა. ქუჩაში გასვლა არ უნდოდა, რადგან გამვლელები დასცინოდნენ და მასთან ურთიერთობის სურვილიც არ ჰქონდათ.

რამდენიმეწლიანი შინაპატიმრობის შემდეგ მორის ტილე აშშ-ში გაიქცა, სადაც პურის ფულს რინგზე გამოსვლით შოულობდა. მახინჯ გოლიათთან ჩხუბს ბევრი ვერ ბედავდა. მორისტმა უამრავი ჯილდო მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.

მორის ტილე მთელი ცხოვრება მსახიობობაზე ოცნებობდა. მისი ოცნება მეტ-ნაკლებად ახდა – იგი ცნობილი მულტფილმის “შრეკის” პროტოტიპი გახდა.

შრეკის პროტოტიპი 50 წლის ასაკში გულის დაავადებით გარდაიცვალა. მისმა მეგობარმა მორისის სამი ნიღაბი დაამზადა, რომლებიც სხვადასხვა მუზეუმში ინახება.

იცით ვინ იყო შრეკის რეალური პროტოტიპი?