23 ოქტომბერი, 2018

გურამ ქართველიშვილი: “არამია ჩვენზე მამულიც, ენაც და სარწმუნოებაც!”

გურამ ქართველიშვილი: "არამია ჩვენზე მამულიც, ენაც და სარწმუნოებაც!"– იმ მომავლის წარმოდგენაც კი მზარავს, რომელსაც დღეს ვძერწავთ. არადა დრო დაგვიდგება ისეთი, როცა ვეღარ გვიშველის სამშობლოს ძარცვით და მიტოვებით საკუთარი ღობის შიგნი დაგროვილი ქონება, – ამბობს მწერალი გურამ ქართველიშვილი:

“ისე ვექცევით საქართველოს ნებისმიერი სოციალური ფენის ქართველობა, რომ არამია ჩვენზე მამულიც, ენაც და სარწმუნოებაც! ასეთ ერს სახელმწიფო ვერასდროს ექნება, რადგან ის მიზანმიმართულად ანგრევს მას…

დღევანდელ ქართველს სახელმწიფო ისევ ,,მეწველი ძროხა” ჰგონია, ხოლო სამშობლოს ღალატს ისე ჩადის, თითქოს წყალი დაელიოს.

იმ მომავლის წარმოდგენაც კი მზარავს, რომელსაც დღეს ვძერწავთ. არადა დრო დაგვიდგება ისეთი, როცა ვეღარ გვიშველის სამშობლოს ძარცვით და მიტოვებით საკუთარი ღობის შიგნი დაგროვილი ქონება, ვერც ლგბტ და ვერც თეძომოქანავე იდეოლოგია შეაძლებინებს ამ მკაცრ გეოპოლიტიკურ გზადგასაყარზე სახელმწიფოს არსებობას…

საქართველო რეალობიდან ამოვარდნილი ზონაა და ამიტომ მის რეალობაში დაბრუნებას დიდი კატაკლიზმები მოჰყვება შედეგად….”