18 ოქტომბერი, 2018

გულბათ ტორაძე გარდაიცვალა

გულბათ ტორაძე გარდაიცვალაცნობილი მუსიკისმცოდნე, ხელოვნების ქურუმი, არაერთი წიგნის ავტორი, კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესიორი გულბათ ტორაძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაცია ოპერის მომღერალმა ნიკოლოზ ლაგვილავამ გაავრცელა:

“ძალიან ბევრი კომპლიმენტი და გულშემატკივრობა მახსოვს მისგან.

თავის საქმის მცოდნე, მრავალი რამის მომსწრე და შემფასებილი, ყველასათვის საყვარელი ბატონი გულბათი.

ნათელში ამყოფოს ღმერთმა…”