13 ოქტომბერი, 2018

გერმანელი კრიტიკოსების ჯილდო ანიტა რაჭველიშვილს

გერმანელი კრიტიკოსების ჯილდო ანიტა რაჭველიშვილსმსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მეცო სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა German Record Critics’ Award 2018 – გერმანელი კრიტიკოსების ჯილდო 2018 წლის საუკეთესო აუდიო ჩანაწერისთვის მიიღო, რომელიც 1980 წელს დაარსდა მუსიკალური ჩაწერის სფეროში “უმაღლესი მიღწევებისა და ხარისხის ყველაზე მკაცრი სტანდარტების” შექმნის მიზნით.

– ახალგაზრდა ქართველი მეცოსოპრანოს, 1984 წელს დაბადებული ანიტა რაჭველიშვილის დისკის დებიუტი მართლაც მომნუსხველია. მილანის ლა სკალაში მისი კარმენში დებიუტის შემდეგ ის საერთაშორისო საოპერო სამყაროს აბსოლუტურ ვარსკვლავად მოიაზრება. მის გამოსვლებს ერთნაირად ზეიმობენ ლონდონსა თუ ნიუ-იორკში, პარიზში, მიუნხენსა თუ ბერლინში. მისი ფოკუსირებული ხმის ცეცხლოვანი ინტენსიურობა და სტილისტური შეგრძნების შეუცდომლობა გვაგონებს დიდ ტერეზა ბერგანცას და მერილინ ჰორნს, მისი მუქი ტემბრი კი ოლგა ბოროდინას. რაჭველიშვილი სრულად ფლობს ცდუნების (კარმენი, დალილა), სინატიფის (შარლოტა და სანტუცა) და თავდაჯერების (ებოლი და საფო) ყველა ელფერს და ნიუანსს. ეს ჩანაწერი უფრო მეტია ვიდრე ჩვეულებრივი დაპირება – ეს დიდი ხელოვნების დასტურია, – ასე ახასიათებს ანიტას მიხაელ შტეგემანი.

გერმანელი კრიტიკოსების ჯილდო ანიტა რაჭველიშვილს