Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გელათის მონასტრის გალავანი მძიმე ტექნიკით გაანგრიეს

6 ოქტომბერი, 2018

გელათის მონასტრის გალავანი მძიმე ტექნიკით გაანგრიესბოლო პერიოდში გელათის მონასტერი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა.

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ქუთაისში იმყოფება და საზოგადოებას გელათის მონასტერთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას აწვდის:

“მძიმე ტექნიკით განგრეული გელათის მონასტრის გალავანი – მოთხრილი ხეები, უზარმაზარი ლილვიანი ქვები, კვადრები ყრია ტალახში, აზელილ-დაზელილია იქაურობა.

ეს ფოტოები რამდენიმე წუთის წინ გადავიღე. გელათში ისევ მძიმე ტექნიკა მუშაობს. დღეს წვიმიანი დღე, ტალახია და ამიტომ ბულდოზერები და “კამაზები” ისვენებენ. ხვალ თუ გამოიდარებს, მუშაობას გააგრძელებენ.

იქ ყოფნის დროს გავიგე შემდეგი რამ: ფიზიკურ სამუშაობს აწარმოებს კომპანია “იკორთა”. ვეძებე სამუშაოთა მწარმოებელი, ბატონი ტარიელი, მაგრამ ვერ ვიპოვე. კახა ტრაპაიძესთან მოიკითხეთ, რაც გაინტერესებთო, მითხრეს გელათში.

სანამ დეტალებს ოფიციალურად დავაზუსტებ, მანამდე შეგახსენებთ, რომ კახა ტრაპაიძე საყდრისის ერთ-ერთი ჯალათია. იგი საქალაქო სასამართლოში მოწმის სტატუსით დაიკითხა.”

გელათის მონასტრის გალავანი მძიმე ტექნიკით გაანგრიეს

გელათის მონასტრის გალავანი მძიმე ტექნიკით გაანგრიეს

გელათის მონასტრის გალავანი მძიმე ტექნიკით გაანგრიეს

გელათის მონასტრის გალავანი მძიმე ტექნიკით გაანგრიეს