8 ოქტომბერი, 2018

ელისო ვირსალაძის საფორტეპიანო კონცერტი თელავში

ელისო ვირსალაძის საფორტეპიანო კონცერტი თელავში მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში კონცერტს გამართავს.

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში კლასიკური მუსიკის მოყვარულებს საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს 10 ოქტომბერს 19 საათზე შესთავაზებს.

ფესტივალს კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოადგენს.

„ელისო ვირსალაძის კონცერტებზე მსმენელი არა მარტო მისი შეუდარებელი ოსტატობის გამო დადის, არამედ იმისთვისაც, რომ ეზიაროს იმ ღირსებას, ამაღლებულ უბრალოებასა და არისტოკრატიზმს, რომლებსაც იგი განასახიერებს,“ – ასე აფასებს ქართველ პიანისტს ჟურნალისტი ოლგა იუსოვა.