2 ოქტომბერი, 2018

ძალიან კარგი ამბავი ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით

ბაგრატის ტაძარი იტალიური ტელევიზიის ფოკუსშიბოლო პერიოდში ბაგრატის ტაძარი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტაძრის შეუსწავლელი ციტადელი გაიყიდა, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კატეგორიულად უარყო.

კონსტანტინე მორგოშიამ ამ საკითხთან დაკავშირებით სასიამოვნო ამბავი გაავრცელა:

“პირველი ქმედითი ნაბიჯები გადადგმულია… ბაგრატის ტაძრის ირგვლივ ნებისმიერი მიწის ფართობის ყიდვა, პრივატიზება, სასტუმროების ჩადგმა და ა.შ შეჩერებულია!

და ამავდროულად დაიწყება გამოძიება იმ საკითხებთან დაკავშირებით, თუ როგორ და რანაირად მოხდა ამ მიწების გასხვისება?! დიდი ალბათობით იკვეთება კრიმინალის ნიშნები…

სამუშაო ჯგუფი მადლობას უხდის თანამშრომლობისთვის ნიკა ანთიძეს და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს თანამშრომლობა მალე მივა საბოლოო გამარჯვებამდე.”

ძალიან კარგი ამბავი ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით