დანიელ ჩობანუ წინანდლის მუზეუმში კონცერტს გამართავს

დანიელ ჩობანუ წინანდლის მუზეუმში კონცერტს გამართავსთელ-ავივის არტურ რუბინშტეინის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მსმენელთა პრიზის მფლობელი პიანისტი დანიელ პეტრიკა ჩობანუ წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კონცერტს გამართავს.

9 ოქტომბერს 17 საათზე საფორტეპიანო მუსიკის კონცერტის მოსასმენად მისული მსმენელისთვის აჟღერდება სილვესტრის ბაკქანალია, მუსორგსკის სურათები გამოფენიდან, ენესკუს კარიიონ ნოქტიურნი, სკრიაბინის სამი პრელუდია ოპ. 11 (ნო. 9, 10, 11) და სტრავინსკი/აგოსტის ფასკუნჯი.

ფესტივალს კლასიკური მუსიკის ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წარმოადგენს.