28 ოქტომბერი, 2018

აუცილებლად წასაკითხი ნატო გელაშვილისგან

აუცილებლად წასაკითხი ნატო გელაშვილისგანმომღერალი ნატო გელაშვილი თავისი სიმღერებით ამბობს სათქმელს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც ხმამალა და საჯაროდ საუბარი არ ერიდება:

“მომწყინდა. ერთმანეთის ეს გაუთავებელი ქილიკი. ყველა ხერხი ვცადე, მაგრამ ყოველთვის რაღაც მეღობება თითქოს…

მოვეფეროთ ერთმანეთს. რა გვჭირს, რას ვერ ვიყოფთ. მომავალის ფიქრით და იმედით ვიცხოვროთ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ველოსიპედით სეირნობა უყვართ და ისინი, ვინც სწრაფად ატარებენ მანქანას; ანდა ზოგი შაქრით სვამს ჩაის, ზოგი კი უშაქროდ; ზოგიერთი ფიქრობს, რომ ყველა დროის ყველაზე დიდი მწერალი შექსპირია, სხვას კი ასეთად ანდრე ჟიდი მიაჩნია; ზოგს „სიმფსონები“ უყვარს, ზოგს – „საუთ პარკი“; ზოგიერთი „ნუტელაზე“ გიჟდება, ზოგს კი სხვა რამ ურჩევნია.

ერთი სეზონი არსებობს – მარადიული ზაფხული, როცა ადამინების გონება ირუჯება მზეზე, რომელიც იმ დროსაც ანათებს და სინათლე ისადგურებს ირგვლივ.. გვიყვარდეს და მოვეფეროთ. გვტკიოდეს და გვიხაროდეს ერთმანეთის ტკივილიც და სიხარულიც. მინდა, უბრალოდ ერთმანეთს ხელი შევაშველოთ, ვიაზროვნოთ თავისუფლად და სუფთა სინდისით იმ გზით ვიაროთ, რომელიც ტაძართან მიგვიყვანს ერთმანეთის კეთილდღეობისათვის სანთლის დასანთებად.”