Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ARTE-ს დოკუმენტური ფილმი ხატია ბუნიათიშვილზე

17 ოქტომბერი, 2018

ARTE-ს დოკუმენტური ფილმი ხატია ბუნიათიშვილზემსოფლიოს მუსიკალურ სამყაროში აღიარებულ ქართველ პიანისტს ხატია ბუნიათიშვილს “ARTE”-მ დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა.

“48 საათი საქართველოში ხატია ბუნიათიშვილთან და ზუბინ მეტასთან ერთად” – ასეთია ფილმის სახელწოდება, რომელიც წინანდალში გამართულ კონცერტს ეძღვნება.

ხატიას უშუალო ინიციატივით და მოწვევით საქართველოს მაესტრო ზუბინ მეტა და ისრაელის ფილარმონიის ორკესტრი ეწვია. წინანდალში საგანგებო სცენა აშენდა, სადაც ხელოვანებმა ერთობლივი კონცერტი გამართეს.

სწორედ ამ კონცერტს და მის სამზადისს მიეძღვნა დოკუმენტური ფილმი, რომელიც 43 წუთის განმავლობაში მაყურებელს ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო ეპიზოდებს აცნობს.

https://tinyurl.com/y8jad97p – ფილმის ფრანგული ვერსია

https://tinyurl.com/ycf3xekr – ფილმის გერმანული ვერსია