21 ოქტომბერი, 2018

ანიტა რაჭველიშვილი: “ეს სახეები კარგად დაიმახსოვრეთ!”

ანიტა რაჭველიშვილი: "ეს სახეები კარგად დაიმახსოვრეთ!" აცხადებს ოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი და იმ ვიდეორგოლს ეხმაურება, რომელშიც მომღერლები და მსახიობები საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მონაწილეობენ.

რომა რცხილაძე, ზურა და გიორგი ყიფშიძეები, ნინი ქარსელაძე, ჯგუფი “ფორტე”, ჯემალ და ცისანა სეფიაშვილები, გია აბესალაშვილი, მარიკა თხელიძე, ნანა ლორთქიფანიძე, აჩიკო ნიჟარაძე, პანჩო, გიორგი გურგულია, ჯაბა კილაძე, აჩი ფურცელაძე, ზურა დოიჯაშვილი, დათუნა სირბილაძე, ქუჩის ბიჭები, თიკა ჯამბურია, ზურა ბერიკაშვილი, თემურ თათარაშვილი, პაატა გულიაშვილი საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას უჭერენ მხარს.

ანიტა რაჭველიშვილი:

“ეს სახეები კარგად დაიმახსოვრეთ!

სირცხვილი!

მე კიდე ვამბობდი, სად არიან ხმას რატომ არ იღებენ თქო, ქვეყანა იღუპება და ჩუმად არიან თქო! ნეტა მართლა ხმა არ ამოეღოთ!”