Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ახსოვს ვინმეს ნოდარ მგალობლიშვილი?!”

9 ოქტომბერი, 2018

"ახსოვს ვინმეს ნოდარ მგალობლიშვილი?!"– ვინმეზე ნაკლები მსახიობია, თბილისელია, მოქალაქეა თუ ქართველი პატრიოტი… – ასე ახასიათებს 87 წლის მსახიობს ნოდარ მგალობლიშვილს გიორგი გიგაური:

“ახსოვს ვინმეს ნოდარ მგალობლიშვილი?!
არა!
რატომ?!

ვინმეზე ნაკლები მსახიობია, თბილისელია, მოქალაქეა თუ ქართველი პატრიოტი…

უბრალოდ, ღირსებას და კაცის სახელს არ ყიდის!

ეს ის ნოდარ მგალობლიშვილია, ვინც შევარდნაძეს ღირსების ორდენი მიუგდო უკან, შენგან ღირსებაწართმეულ ქვეყანაში ღირსების ორდენს ვერ ვატარებო!

,,ცნობადო” ქართველებო, ნუ დახურდავდებით პოლიტიკოსების ფეხების ლოკვამდე – ძალიან უღირსი პოზაა სალაფავისთვის წაკუზული ადამიანისთვის!”