Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლუჩხუმში” ფრანკფურტში ვერ მოხვდა

10 ოქტომბერი, 2018

"აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლუჩხუმში" ფრანკფურტში ვერ მოხვდავასილ ამაშუკელის მიერ გადაღებული პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლუჩხუმში” ფრანკფურტში წარმოდგენილ კულტურულ პროგრამაში ვერ მოხვდა.

ინფორმაცია ამის შესახებ კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ გაავრცელა:

“ძალიან დამწყდა გული, რომ აკაკის მოგზაურობა ვერ მოხვდა ფრანკფურტში, თუმცა კი ვიცი, რომ თავდაპირველ პროგრამაში იჯდა ეს ფილმი!

პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მთავარ ქართველ იმდროინდელ ვარსკვლავ პოეტზე, მგონი, მაინც იმსახურებდა ევროპელების ყურადღებას.”