3 სექტემბერი, 2018

ზაზა ფირალიშვილი: “იმედი მაქვს, სკოლებში ეს წიგნი არ შეუტანიათ”

ზაზა ფირალიშვილი: "იმედი მაქვს, სკოლებში ეს წიგნი არ შეუტანიათ"ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად მიდის მსჯელობა, რა ხარისხის სასკოლო სახელმძღვანელოებით იღებენ განათლებას საქართველოს მოსწავლეები.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ლოგიკის სასკოლო სახელმძღვანელოდან ამონარიდს აქვეყნებს:

“ლოგიკის ერთ (თუ ერთადერთ არა) სასკოლო სახელმძღვანელოში ალოგიკური ქცევის მაგალითად ეს ანეგდოტი შემხვდა. რა არის ეს? ნუთუ, ამ სახელმძღვანელოს ავტორი ფიქრობს, რომ მოსწავლის გულთან და გონებასთან მისვლის უმოკლესი გზა მოძებნა?

ჩვენ კიდევ ფინურ, გერმანულ და ა.შ. მოდელებზე ვფიქრობთ. ჩიხი ჩვენს თავებშია და არა სტრუქტურებში, ფორმებში და ა.შ.

იმედი მაქვს, სკოლებში ეს წიგნი არ შეუტანიათ.”

ზაზა ფირალიშვილი: "იმედი მაქვს, სკოლებში ეს წიგნი არ შეუტანიათ"