10 სექტემბერი, 2018

ვაჟა ფშაველა: “არაფრის დარდი არა გვაქვს, ოღონდ ვსვათ, ვჭამოთ, ვიძინოთ!”

ვაჟა ფშაველა: "არაფრის დარდი არა გვაქვს, ოღონდ ვსვათ, ვჭამოთ, ვიძინოთ!"სიმართლის მოყვარული ვაჟა ფშაველა გულის წუხილს საზოგადოებას თავისი ნაწარმოებებით უზიარებდა.
ლექსი “ქებათა ქება”, რომელიც 1893 წლის დეკემბერში დაწერა, XXI საუკუნის გამოძახილია.

“არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს ლექსიდან, რომელიც თითოეულ ჩვენგანს თანამედროვეობის სარკეში ჩაგვახედებს:

“არაფრის დარდი არა გვაქვს,
ოღონდ ვსვათ, ვჭამოთ, ვიძინოთ!
და როცა შეურაცგვყოფენ,
ხელუბრუნებლად ვითმინოთ.
გავშალოთ სუფრა მდელოზე,
ვიძახოთ ჰარი-ჰარალი!…
გზადაბნეულთა რად გვინდა,
რომ გზა ვიცოდეთ სავალი.
ის არ გვაფიქრებს, გვადარდებს –
მტერი კარს გვიდგა მრავალი;
არც რო გვწადიან შევიტყოთ
ჩვენის წყლულების წამალი!..

… დაჩერჩეტობენ მრავალნი,
ატყაპუნებენ ყურებსა,
ტყავი გააძვრეს ქვეყანას,
ჯიბეს იყრიან ფულებსა…
კაცებად იმათვე სთვლიან,
ამ ხალხის მცარცველ თულებსა!..
ქვეყნის ჭკვა-გრძნობას რა ვუთხრა,
ქვეყნის სამართალს მქისესა, –
იუდას საკმელს უკმევენ,
ჯვარზე აცვამენ ქრისტესა!..
ბრბო მაინც არ გათეთრდება,
რაც უნდა ხეხო ქვიშითა,
იმის სიყვარულს მოიხვეჭ
მხოლოდ ძალით და შიშითა.”