ბათუმში 16 სექტემბერს BIAFF – ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.
გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე კი ევროპის მოედანზე განთავსებული კინოფესტივალის სიმბოლო – ცხენთევზა დააზიანეს. კინოფესტივალის სიმბოლო ბათუმში რამდენიმე დღის წინ დამონტაჟდა.
ცხენთევზას დაზიანების გარდა, დაუდგენელმა პირებმა გარეგანათების ტრანსფორმატორიც მოიპარეს.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ფილმებს სწორედ ევროპის მოედანზე წარმოადგენს.