9 სექტემბერი, 2018

უახლესი ინფორმაცია ადრიანო ჩელენტანოს თბილისში ვიზიტზე ნინო სურგულაძისგან

უახლესი ინფორმაცია ადრიანო ჩელენტანოს თბილისში ვიზიტზე ნინო სურგულაძისგანმეცო სოპრანო ნინო სურგულაძე იტალიელი ვარსკვლავის ადრიანო ჩელენტანოს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას ავრცელებს:

“ძვირფასო მეგობრებო… ჩელენტანო არასოდეს არ ჩამოვა საქართველოში და საერთოდ არც სხვა რომელიმე ქვეყანაში.. უკვე რამოდენიმე წელია მძიმე ფობია აქვს. ყველანაირ ტრანსპორტს ერიდება.. და ფაქტიურად სახლიდან თითქმის აღარ გამოდის.

ამის შესახებ მისი წლების მეგობრისგან და მისი ფაქტიურად ნამდვილი ორეულისგან შევიტყვე შარშან იტალიაში. გული დამწყდა, ჩამოყვანა მინდოდა. ეს იტალიელი ორეული ბავშვობიდან (თითქმის) მეგობრობს მასთან და ყველაზე ცნობილია მის არაჩვეულებრივ განსახიერებაში. მინდოდა მისი ჩამოყვანაც, მაგრამ აღარ გადავწყვიტეთ, რადგან ორიგინალი ყოველთვის მაინც შეუცვლელია.”

უახლესი ინფორმაცია ადრიანო ჩელენტანოს თბილისში ვიზიტზე ნინო სურგულაძისგან