Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“შოთა რუსთაველი დიდი წმინდანია”

8 სექტემბერი, 2018

"შოთა რუსთაველი დიდი წმინდანია"– ღმერთის გარეშე „ვეფხისტყაოსანი“ არ შეიძლება იყოს შოთა რუსთაველის შედევრი,” – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ნინო აფხაძე და შოთა რუსთაველის გენიალურობაზე წერს:

“შოთა რუსთაველი დიდი წმინდანია, რომელიც დაჯილდოვებული იყო არა მხოლოდ პოეზიის ნიჭით, არამედ მომავლის ჭვრეტის უნიკალური მადლითაც. ღმერთის გარეშე „ვეფხისტყაოსანი“ არ შეიძლება იყოს შოთა რუსთაველის შედევრი.

უდიდესი პოეტური ხელოვნებით შაირებში შეფარულია დიდი სულიერი სიბრძნე, საიდუმლო და წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის საქართველოს გაბრწყინებაზე. მისი გასაღები სამწუხაროდ დაკარგა ქართულმა ეკლესიამ დიდი ხნის წინ. მას ცალკეული წმინდანები ინახავდნენ დრომდე.

ქართული ქრისტიანული სული სულ ცოცხლობდა ცალკეული წმინდანების სახით, რომლებიც მძიმე ტანჯვის ფასად, საიდუმლოდ ინახავდნენ ქართული სულის ჭეშმარიტ საგანძურს. მსოფლიო გაოგნდება, როდესაც ქართველები ჩაახედებენ “ვეფხისტყაოსნის” ჭეშმარიტ არსში! ეს დრო მოდის!”