17 სექტემბერი, 2018

შეურაცხყოფილი შოთა რუსთაველის ბარელიეფი

შეურაცხყოფილი შოთა რუსთაველის ბარელიეფიშოთა რუსთაველის ხსენებაზე ქართველთა უმრავლესობა სიამაყით ივსება. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც “ვეფხისტყაოსნის” ავტორს შეურაცხყოფას აყენებენ.

“ფოტოებზე ხედავთ შოთა რუსთაველის ბარელიეფს “ამ იდეის ავტორი უნდა ჩაარჭო თავით მანდვე.”
ეს ბარელიეფი არის თუ არ ვცდები ლითონის, ძალიან მძიმეა თორე მე ავიღებდი ეხლავე!

მოკლედ მინდა ამ ფოტოებმა ლაშა კომახიძისა და სულიკო თებიძის თვალებამდე მიაღწიოს, რათა ნახონ თუ როგორ აჯვამს და აფსამს ძაღლი და ადამიანი ერთად “დიდი შოთა რუსთაველის ბარელიეფს”.

სასწრაფოდ მოახდინეთ რეაგირება და გაარკვიეთ “დიდი შოთას” ეს ბარელიეფი, რომელიც დამონტაჟებული იყო და ეკუთვნოდა “აჭარის მწერალთა კავშირის” აქ საიდან მოხვდა?!”

მოგვიანებით დაიგეგმა საპროტესტო აქცია მომხდარის დაუყოვნებლივ გამოსწორებასთან დაკავშირებით.
აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვატომ შოთას ბარელიეფთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია გაავრცელა:

“მინდა ახალი დეტალები გაგაცნოთ შოთა რუსთაველის ბარელიეფთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩნდა ის ამ სიტუაციაში, რასაც ფოტოზე ხედავთ.

ორი დღის წინ ფესიბუქზე დაიდო ფოტო, სადაც შოთა რუსთაველის ბარელიეფი იყო აღბეჭდილი სრულიად მიუღებელ მდგომარეობაში, რის შემდეგაც პირადად მივედი ადგილზე და დავრწმუნდი მდგომარეობის სინამდვილეში.

ამის შემდეგ დავდე სტატუსი და მოვითხოვე ქალაქის ხელმძღვანელობისაგან რეაგირება და დავაანონსეთ შეკრება მეორე დღეს ანუ გუშინ. აქციამდე რამოდენიმე საათით ადრე გავედი იგივე ადგილას, სადაც უკვე აღარ დამხვდა რუსთაველის ბარელიეფი, რის შემდეგაც დავიწყე გარკვევა ახლოს მდებარე კაფე-ბარში, თუ ვინ, ან როდის აიღო ზემოაღნიშნული რუსთაველის ბარელიეფი.

აღმოჩნდა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა არაფერშუაშია და ადგილი ჰქონდა თვითნებურ ქმედებას! კონკრეტულმა პიროვნებამ ირაკლი ძნელაძემ, რომელიც ალბათ ერთ-ერთი მეწილეა ამ კაფე-ბარის, ეს ბარელიეფი მისი შეხედულებისამებრ განათავსა იქ სადაც მე ვნახე, რომელიც მეორე დღეს დილითვე მისი ხელით აიღო და შეიტანა კაფე-ბარში.

დავინტერესდი ბარელიეფის წარმომავლობით და გაირკვა, რომ აღნიშნული ბარელიეფი რემონტამდე იყო დამონტაჟებული “აჭარის მწერალთა კავშირის” შენობაზე და რემონტის შემდეგ ეს ბარელიეფი და “კარები”, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, გადაგდებული იქნა ნაგავში “აჭარის მწერალთა კავშირის” მიერ. კითხვაზე, თუ საიდან აღმოჩნდა მის ხელში მწერალთა კავშირის საკუთრება მიპასუხა: სანაგვეში ეგდო რუსთაველის ბარელიეფი და ეს კარები, რომელიც აჭარის მწერალთა კავშირმა გადააგდო მე კი ამოვიღე გავასუფთავე და აქ მოვიტანეო.

შეურაცხყოფილი შოთა რუსთაველის ბარელიეფი

ამის შემდეგ დავიწყე გარკვევა თუ რატომ და რა უფლებით გადააგდო შოთა რუსთაველის ბარელიეფი და ის ანტიკვარი კარები აჭარის მწერალთა კავშირმა და აღმოვაჩინე, რომ მწერალთა კავშირს ეს ორი ნივთი არ გადაუგდია, პირიქით ეს ორი ნივთი და სხვა ნივთებიც ბატონ კაკო ძნელაძეს მოუთხოვია იმ მიზეზით, რომ რემონტს იწყებს იგივე ბრიგადა ბათუმის დრამატული თეატრის და იქ დაგვჭირდებაო!…. რის შემდეგაც მწერალთა კავშირმა გაატანა ეს ორი ნივთი კი არა სხვა კიდევ ბევრი ნივთი ბატონ დეპუტატს!

შეგახსენებთ კაკო ძნელაძე მაშინ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახლდათ, რომელიც მამაა ირაკლი ძნელაძის!
მოკლედ ასე აღმოჩნდა რუსთაველის ბარელიეფი უღირს მდგომარეობაში

ჩემს მეგობრებთან ერთად, მწერალთა კავშირთან შეთანხმებით ვიწყებთ ამ ნივთების უკან დაბრუნების პროცესს. იმედი მაქვს, ბევრი ბათუმელი დაგვიდგება გვერდით.

ვითხოვთ განმარტება გააკეთოს ბატონმა კაკო ძნელაძემ, თუ რატომ წამოიღო ეს ნივთები მწერალთა კავშირიდან და რატომ აღმოჩნდა ეს ნივთები საერთოდ სხვა სიტუაციაში.

ასევე საინტერესოა პასუხი კითხვაზე, ვინ მისცა უფლება ბატონ ძნელაძეს რომ განკარგოს ქალაქისა და სახელმწიფოს ქონება პირადი სარგებლობის მიზნით. ვიმედოვნებ, ყველა კითხვას გასცემს პასუხს ბატონი კაკო ძნელაძე!”