Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საიუბილეო ”ღამის სერენადები” საზეიმოდ დაიხურება

4 სექტემბერი, 2018

საიუბილეო ”ღამის სერენადები” საზეიმოდ დაიხურება4 სექტემბერს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში რიგით მეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ღამის სერენადები” საზეიმოდ დაიხურება.

ორგანყოფილებიან კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი და სოლისტები ალექსანდრე კორსანტია – ფორტეპიანო (საქართველო/აშშ) და ნიკოლოზ გვრიტიშვილი – ლიტავრები.

პირველ განყოფილებაში აჟღერდება ალექსი მაჭავარიანის „დოლური“. მისი კამერული ორკესტრის ვერსიის ავტორი ვახტანგ მაჭავარიანია.

მეორე განყოფილებაში დამსწრე საზოგადოება მოისმენს შოსტაკოვიჩის კამერულ სიმფონიას დო მინორი, თხზ. 110 (კვარტეტი N8) და უსტვოლსკაიას კონცერტს ფორტეპიანოს, ლიტავრებისა და სიმებიანებისთვის. ეს ნაწარმოები საქართველოში პირველად სწორედ ალექსანდრე კორსანტიას მიერ შესრულდება.