6 სექტემბერი, 2018

პეტრე კოლხი: “თუ რამე ღირსეული ნაბიჯი გადამიდგამს, ,,თვითმკვლელი” პაოლო იაშვილისთვის წესის აგებაა”

პეტრე კოლხი: "თუ რამე ღირსეული ნაბიჯი გადამიდგამს, ,,თვითმკვლელი" პაოლო იაშვილისთვის წესის აგებაა"– დიახ, ,,თვითმკვლელი” პოეტი პაოლო იაშვილი მირჩევნია, სულით ფაქიზი ადამიანების თვითმკვლელობამდე მიმყვანებელ მრისხანე ,,მართლმადიდებლებს”! – აცხადებს პეტრე კოლხი და სარწმუნოებას ამოფარებულ დაუნდობელ ადამიანებს მიმართავს:

“თუ რამე სასიკეთო ჩამიდენია, წლების მანძილზე, თუ რამე ღირსეული ნაბიჯი გადამიდგამს, ,,თვითმკვლელი” პაოლო იაშვილისთვის წესის აგებაა…

ვისაც წიგნი წაუკითხავს, ვინც იცის, რა იყო შემოქმედი ადამიანისთვის მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის სისხლისმსმელი ეპოქა, ყველა მარტივად მიხვდება, რომ პაოლო და მისნაირი ღირსეული ადამიანები რეჟიმს ემსხვერპლნენ…

გენიოსი პოეტის უკანასკნელი წერილი შვილისადმი, ცხადყოფს მის პიროვნულ დრამას… მას უჭირს საკუთარ ქალიშვილთან განშორება, მაგრამ სხვა გზა არ დაუტოვეს… მძინარეს ესაუბრება, ასე რომ არ მოვიქცე, გაიზრდები და შეგრცხვება, რომ ჩემი შვილი ხარო…

დაუნდობელმა, შეუბრალებელმა დრომ მიიყვანა პაოლო ამ ნაბიჯამდე…

როგორც ვატყობ, ქრისტეს სახელით მოლაპარაკეები დღემდე იმ რეჟიმს განეკუთვნებიან, რომელმაც უარმავი მართალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა…

ასეთები ვისგან იცავენ ქრისტიანობას?! ჩემგან?! უწმინდესისგან, რომელმაც ეს ყველაფერი გაითვალისწინა და ძალიან ღირსეული ნაბიჯი გადადგა?! პაოლოსგან?! თუ კიდევ გულწრფელი ადამიანებისგან…

ყველაზე სამართლიანი იქნებოდა, ქრისტე და მისი მოძღვრება, საკუთარი სიბნელისგან, უწიგნურობისგან, უსიყვარულობისგან, აგრესიისგან და ბოღმისგან დაეცვათ…

პაოლოს იმ ხალხმა ესროლა ტყვია, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ამ მდგომარეობამდე მიიყვანა… ასეთები დღესაც ბოგინობენ…

დიახ, ,,თვითმკვლელი” პოეტი პაოლო იაშვილი მირჩევნია, სულით ფაქიზი ადამიანების თვითმკვლელობამდე მიმყვანებელ მრისხანე ,,მართლმადიდებლებს”!