7 სექტემბერი, 2018

პავლე ინგოროყვას სამაგალითო გადაწყვეტილება

პავლე ინგოროყვას სამაგალითო გადაწყვეტილებალიტერატურათმცოდნისა და ისტორიკოსის პავლე ინგოროყვას მოღვაწეობა ფასდაუდებელია საქართველოსთვის. მისი ნაშრომები დღესაც უმნიშვნელოვანესია ქართველი მეცნიერებისთვის და მომავალი თაობებისთვის.

დემეტრე სამხარაძემ პავლე ინგოროყვასთან დაკავშირებით ერთი საგულისხმო ისტორია გაიხსენა, რომელიც ნამდვილად სამაგალითოა:

“პავლე ინგოროყვას 80 წლისთავთან დაკავშირებით, ედუარდ შევარდნაძე მას სახლში ესტუმრა. მთელი კვირა უმეორებდნენ: “შევარდნაძე რომ მოგილოცავს, მერე გკითხავს, ხომ არაფერი გჭირდებათო? შენ უნდა უთხრა, რომ მანქანა არ გვყავს, სახლშიც ვიწროდ ვართ და თუ შესაძლებელია დაგვეხმარე…

მოკლედ, მივიდა შევარდნაძე. მოიკითხა, მიულოცა და ჰკითხა: “ბატონო პავლე, ხომ არაფერი გჭირდებათ, რით შემიძლია თქვენი დახმარებაო?”

– საქართველოს მიხედე, საქართველოს… – უპასუხა ბატონმა პავლემ.”