26 სექტემბერი, 2018

პაატა ბურჭულაძეს დევნიან

პაატა ბურჭულაძეს დევნიან– ამ საქველმოქმედო ფონდში ბურჭულაძის ნაღვაწი, პიროვნული კაპიტალია ჩადებული, მისი უნიკალური ხმით და შრომით მოპოვებული, სახელით და გვარით ჩამოჰყავდა უფასოდ სახელგანთქმული მომღერლები, რომელთა ჰონორარი 100 ათასებს შეადგენდა. რამდენი ოჯახი გაბედნიერდა ჩვენს თვალწინ… – ამბობს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი და მთავრობის მიერ მსოფლიოში ცნობილი ბანის პაატა ბურჭულაძის მისამართით გატარებულ ქმედებებს აპროტესტებს:

“ხელისუფლებავ, “ბრავო” – როგორც იტყვიან, სულ “წახვედით ხელიდან”.

მთელს მსოფლიოში ცნობილ ბანს – პაატა ბურჭულაძეს დასდევთ და მთელი მსოფლიოს მაშტაბით რეკავთ და თეატრებს ამცნობთ, რომ ამ მსოფლიოში ცნობილ ქართველ მომღერალზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული?

ამ საქველმოქმედო ფონდში ბურჭულაძის ნაღვაწი, პიროვნული კაპიტალია ჩადებული, მისი უნიკალური ხმით და შრომით მოპოვებული, სახელით და გვარით ჩამოჰყავდა, უფასოდ, სახელგანთქმული მომღერლები, რომელთა ჰონორარი 100 ათასებს შეადგენდა, რამდენი ოჯახი გაბედნიერდა ჩვენს თვალწინ…

ახლა მინდა ვიკითხო? ჩვენ სად გიჩივლოთ? ვის ვამცნოთ რომელ სასამართლოში, მოგთხოვოთ ხელისუფლებას ხალხის ბიუჯეტიდან წაღებული და მოპარული მილიარდები (კერძოდ – 700 მილიონი და მილიარდნახევარი – ეს რაც თავად, თქვენ გაახმოვანეთ). ჰოდა, ამაზე პასუხს, არჩევნებში მოგთხოვთ და აგიხსნით ხალხი და ვადამდელი არჩევნებით აღმოჩნდებით, (ხალხის, ახლა უკვე “სიგარეტის” ბიზნესიდან ჯიბეში გადაქაჩული, გაძარცვული მილიონებით) პოლიტიკურ სანაგვეზე!

ახლა, რომ გითხრათ წადით და “დონ კარლოსს” – ფილიპის არიას მოუსმინეთ, იმ ცნობილ არიას მეთქი, აბა, რა აზრი ექნება?! რას გაიგებთ ნარკო-წარმოების ხმაურში!”