Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნიუ იორკში ქართველი მხატვრების საიუბილეო გამოფენა გაიმართება

4 სექტემბერი, 2018

ნიუ იორკში ქართველი მხატვრების საიუბილეო გამოფენა გაიმართება2015 წლის ოქტომბერში ნიუ იორკში, ქართველმა ემიგრანტმა მარიტა დამენიამ არტპრომოუშენ კომპანია “მედეთარტი” დააფუძნა.

სამი წლის განმავლობაში Madatart აქტიურად იყო ჩართული ამერიკაში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციაში. ამ პერიოდის განმავლობაში მანჰეტენის წამყვან გალერეებში 20-ზე მეტი გამოფენა გაიმართა. ქართველმა ხელოვანებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს რამოდენიმე საერთაშორისო არტფეარში.

რაც შეეხება საიუბილეო გამოფენას, რომელიც კომპანიის დაფუძნების სამი წლისთავს ეძღვნება, ის მანჰეტენის ცენტრში ცენტრალ პარკის წინ მდებარე Susan Eley Fine Art Gallery-ში გამართება და გამოფენაში მონაწილეობის მსურველებს აპლიკაციების გაგზავნა კვლავ შეუძლიათ.

უფრო დეტალურად კომპანიის საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე მისი დამფუძნებელი მარიტა დამენია გვესაუბრა:

– ცხადია სამი წელი კომპანიისთვის, მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ხელოვნების სფერო ცოტა რთული სისტემაა, განსაკუთრებით ამერიკის ბაზარზე. უზარმაზარი კონკურენცია, მსოფლიოს წამყვანი არტისტები, რომელთა ნამუშევრებიც ასეულ ათასებად ფასობს, ძნელია ამ ყველაფერს გაუძლო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და თამამად ვიტყვი, რომ მათ მხარდამხარ ვიბრძვით.

მაგალითად, აგვისტოში მონაწილეობა მივიღეთ REVEAL ART FAIR-ში რომელიც, ამერიკის ერთ-ერთ ცნობილ კურორტზე Saratoga Spring-ში ჩატარდა. არტფეარში მონაწილეობას ვიღებდით ისეთ ცნობილ გალერეებთან ერთად როგორიცაა Haven Gallery, Tagliatella Gallery, Emmanuel Fremin Gallery, Galleria Ca d’Oro, ასევე წარმოდგენილი იყო ძალიან ცნობილი არტისტების Jean-Michel Basquiat, Jeff Koons, Jason Matias ნამუშევრები.

ნიუ იორკში ქართველი მხატვრების საიუბილეო გამოფენა გაიმართება

მედეთარტის კურატორობით არტფეარში მონაწილეობდნენ ეთერი და გოჩა ჭკადუები, მაია ჯიმშელეიშვილი, პაპუნა დაბრუნდაშვილი, ნესტან ჯოლია, ცირა ახობაძე. არტფეარის ოფიციალური კატალოგისთვის შეირჩა მაია ჯიმშელეიშვილის ნამუშევარი, ხოლო სოციალური მედიისთვის – ნესტან ჯოლიას ნამუშევარი. შევიძინეთ საინტერესო კონტაქტები, სამომავლოდ ჩვენთან თანამაშრომლობის სურვილი გამოთქვა ნიუ იორკის და მაიამის არაერთმა გალერეამ.

ნიუ იორკში ქართველი მხატვრების საიუბილეო გამოფენა გაიმართება

მათ შორის Susan Eley Fine Art-ის დამფუძნებელმა ქალბატონმა სუზან ელეიმ. გალერეა ცენტრალ პარკის წინ, ვიქტორიანული სტილის შენობაში მდებარეობს.

ნიუ იორკში ქართველი მხატვრების საიუბილეო გამოფენა გაიმართება

იქ ისეთი გარემოა, რომ ნამდვილი ნიუ იორკული განწყობა შეგექმნება.

ნიუ იორკში ქართველი მხატვრების საიუბილეო გამოფენა გაიმართება

ველოდებით სტუმრების დიდ ნაკადს და მონაწილეებსაც განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევთ, აპლიკაციების მიღება ჯერ არ დაგვსრულებია, ამიტომ ვისაც სურვილი აქვს შეუძლია, ბოგრაფია და სამი ნამუშევრის ფოტო, ელექტრონული ფოსტის საშუალებით მოგავწოდოს მისამართზე marita@madatart.com ან dameniaart@gmail.com 

– კიდევ რას გეგმავთ სამომავლოდ?

– ბევრ გამოფენასა და საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობას ვგეგმავთ არამარტო ამერიკაში, არამედ კანადაშიც. ასევე ჩვენი კომპანიაში ინვესტიციის განხორციელებით დანეტესებულია ერთ-ერთი ებრაელი კოლექტორი, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ჩვენი ერების მეგობრობის აღსაღნიშნავად გავაკეთოთ გალერეა ქართველი და ებრაელი ხელოვნებისთვის, თუმცა ჯერ მოლაპარაკების პროცესში ვართ და საბოლოოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დეტალებს უფრო ვრცლად გაგაცნობთ.