4 სექტემბერი, 2018

ნათია თოდუამ უნგრელი მუსიკოსი მეგრულად აამღერა

ნათია თოდუამ უნგრელი მუსიკოსი მეგრულად აამღერაგერმანული “ვოისის” გამარჯვებულმა აფხაზეთიდან დევნილმა ნათია თოდუამ უნგრელი მუსიკოსი მეგრულად აამღერა.

ნათიამ ერთ-ერთი ცნობილი მეგრული სიმღერა “ვა გიორქო მა” ბოტისთან ერთად დუეტში იმღერა.

ნათია თოდუა:

“მე და ბოტიმ შევასრულეთ ჩვენთვის უსაყვარლესი მეგრული სიმღერა.

ბოტი არის წარმოშობით უნგრეთიდან და ცხოვრობს გერმანიაში, როგორც ერთ-ერთი წარმატებული მუსიკოსი.

მისი სურვილი იყო, რომ ესწავლა სიმღერის ტექსტი და გვემღერა ერთად.

მადლობა მას ამ პატივისცემისათვის.”