6 სექტემბერი, 2018

მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახალ სეზონს იწყებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი ახალ სეზონს იწყებს14 სექტემბერი ყველასათვის საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა.

ამ თარიღთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში 12:00 საათზე თავს მოიყრიან მწერლის ოჯახის წევრები, თაყვანისმცემლები და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმომადგენლები.

აქვე დაანონსდება რამდენიმე საინტერესო ღონისძიება, რომელიც მწერლის 90 წლის იუბილეს უკავშირდება. ღონისძიებებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიც მიიღებს მონაწილეობას.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი ისაუბრებს სამომავლო საერთაშორისო პროექტების შესახებ, რომელიც შემოდგომაზე იგეგმება, მათ შორის ქართულ-გერმანულ კოპროდუქციაზე, რომელიც ლაიფციგის საბავშვო თეატრსა და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრს შორის ახლო მომავალში შედგება.

რაც შეეხება ახალ თეატრალურ სეზონს, 14 სექტემბერს 19 საათზე ნოდარ დუმბაძის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს“ გაიხსნება.