4 სექტემბერი, 2018

მიხედეთ ხევის სიონის უნიკალურ ბაზილიკას!

მიხედეთ ხევის სიონის უნიკალურ ბაზილიკას!IX-X საუკუნეებით დათარიღებული ხევის სიონის უნიკალური ბაზილიკა მძიმე მდგომარეობაშია.

ინფორმაციას და ფოტოებს ისტორიკოსი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ავრცელებს, რომელმაც ეკლესია პირადად მოინახულა:

“რამდენიმე დღის წინ ხევის სიონი (IX-X სს.) მოვინახულე. მინდა გითხრათ, რომ ამ უნიკალური ბაზილიკის დღევანდელმა მდგომარეობამ ძალზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა.

ეკლესიის წინ ძველი ხიბარები მთლიანად აფუჭებს ეკლესიაზე ხედს, თავად ეკლესია გარედან ცემენტით უხეშად არის შეთითხნილი. ეკლესიაში წყალი ჩამოდის, გადახურვა გასარემონტებელია. ორი წლის წინ საკურთხეველში რომ უნიკალური სვეტი და სახატე გაქრა, ამაზე დღემდე არავის უგია პასუხი. სამრეკლო ბეტონით უხეშად არის შეკეთებული. სამრეკლოს კრამიტის გადახურვა აცვენილია.

არც გზაზეა რაიმე ნიშანი და არც ეკლესიის ტერიტორიაზე დგას რაიმე საინფორმაციო წარწერა. არადა, გერგეტის სამების შემდეგ სიონის ხევი მარგალიტია, თავისი სიძველითაც, ადგილმდებარეობითაც, ხედითაც და თავისუფლად შეიძლება ტურისტებისთვის მიმზიდველი კიდევ ერთი ადგილი გვქონდეს ამ რეგიონში.”

მიხედეთ ხევის სიონის უნიკალურ ბაზილიკას!

მიხედეთ ხევის სიონის უნიკალურ ბაზილიკას!

მიხედეთ ხევის სიონის უნიკალურ ბაზილიკას!

მიხედეთ ხევის სიონის უნიკალურ ბაზილიკას!