11 სექტემბერი, 2018

მარკუს მეტრეველი ლუი ვიტონის მოდის სახლში მიიწვიეს

მარკუს მეტრეველი ლუი ვიტონის მოდის სახლში მიიწვიესმომღერალმა მარკუს მეტრეველმა საკუთარი კოლებციების შექმნა დაიწყო და ნამუშევრები ფართო საზოგადოებას უკვე წარუდგინა.

როგორც ჩანს, მარკუსის ნამუშევრები ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. ხელოვანი მსოფლიოში აღიარებულმა ფრანგულმა მოდის სახლმა ლუი ვიტონმა მიიწვია. იგი დიზაინერმა ლუი ვიტონმა 1854 წელს დააარსა და მას შემდეგ, მსოფლიო მოდის სფეროში გამორჩეული ადგილი უკავია.

მარკუს მეტრეველი:

“ვერ ვაზროვნებ!

როდესაც მეილს ხსნი და მოწვევა გხვდება ლუი ვიტონის მოდის სახლიდან! მაინტერესებს რა უნდა ქნა?

ისე, ყოველთვის ვიყავი დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, მაგრამ ეს არის გვირგვინი! აააუუუუ! I’m Shocked!”

მარკუს მეტრეველი ლუი ვიტონის მოდის სახლში მიიწვიეს