10 სექტემბერი, 2018

ხულოში 2 ტაძარი გაქურდეს

ხულოში 2 ტაძარი გაქურდესბოროტმოქმედებმა ხულოში 2 ტაძარი გაქურდეს. ორივე ეკლესიაში ქურდი ფანჯრიდან გადავიდა.

ინფორმაცია ელისაბედ აბულაძემ გაავრცელა:

“ხულოში ორი ტაძარი გაქურდეს – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის!

ქურდი ორივე ტაძარში ფანჯრიდან გადავიდა. პოლიცია აწარმოებს გამოძიებას.

აღსანიშნავია, რომ შარშან ასევე გაიქურდა სხალთის მონასტრის ტაძარი. გაიძარცვა სხალთის ღვთისმშობლის ხატი. მიმდინარეობდა გამოძიება. ბოროტმოქმედები ჯერაც არ არიან დადგენილნი.”