Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხატია ბუნიათიშვილი BBC-ზე

18 სექტემბერი, 2018

ხატია ბუნიათიშვილი BBC-ზეთამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიო ვარსკვლავია. მისი კონცერტები მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სრული ანშლაგებით იმართება. ხატია საუკუთესო ორკესტრებთან და დირიჟორებთან ერთად საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში უკრავს.

ქართველი პიანისტის ნიჭიერება მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრშია. BBC, CNN, საფრანგეთის თუ გერმანიის ცენტრალური ტელევიზიები, წამყვანი უცხოური გამოცემები ხატიას კონცერტების შესახებ ვრცელ სიუჟეტებს და სტატიებს ამზადებენ და პიანისტს თავის გადაცემებში იწვევენ.

“არტინფო” გთავაზობთ BBC-ის მიერ მომზადებულ სპეციალურ ვიდეორგოლს, რომელიც ხატია ბუნიათიშვილს ეძღვნება.