12 სექტემბერი, 2018

კარგი ამბავი მათთვის, ვინც ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე ვერ მოხვდა

კარგი ამბავი მათთვის, ვინც ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე ვერ მოხვდა15 სექტემბერს პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში კონცერტს გამართავს. ფესტივალის “შემოდგომის თბილისის” ფარგლებში დაგეგმილ კონცერტზე დასასწრები ბილეთები უსწრაფესად გაიყიდა.

ფესტივალის ორგანიზატორებმა ბილეთების გარეშე დარჩენილი მსმენელის თხოვნის დაკმაყოფილება – კონცერტის დამატებასთან დაკავშირებით ხატიას გადატვირთული საკონცერტო რეჟიმის გამო ვერ შეძლეს, ამიტომ ხატიას გადაწყვეტილებით, მათთვის სასიამოვნო სიურპრიზი მოამზადეს: 14 სექტემბერს 12:00 საათზე, გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების საშუალება მიეცემათ მათ, ვინც ბილეთების შეძენა ვერ მოასწრო.