24 სექტემბერი, 2018

გოგი გეგეჭკორის უმნიშვნელოვანესი რჩევა მსახიობებს

გოგი გეგეჭკორის უმნიშვნელოვანესი რჩევა მსახიობებს მსახიობმა გოგი გეგეჭკორმა მთელი ცხოვრება საყვარელ საქმეს შეალია და ქართულ თეატრსა და კინოს თავდაუზოგავად ემსახურა.

გოგი გეგეჭკორის ჩანაწერებიდან უმნიშვნელოვანესია რჩევა, რომელიც მსახიობებს აუცილებლდა გამოადგებათ:

“მსახიობობა სხვაზე დამოკიდებული პროფესიაა, თუმცა ბედიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

ის ახალგაზრდა, ვინც გადაწყვეტს, რომ თავისი მომავალი თეატრსა და კინოს შეწიროს, მინდა მათ გასაგონად ვთქვა: ყველამ უნდა იცოდეს, რომ მსახიობობა თავგანწირვას მოითხოვს, რომ შრომისა და მუშაობის გარეშე ვერაფერს გააკეთებ, ვერაფერს მიაღწევ. ერთი წუთითაც, რომ გაჩერდე და მოდუნდე, იმ სანუკვარ მიზანს, რასაც სცენაზე თუ ეკრანზე როლის თამაში ჰქვია, ვერ მიაღწევ. მოედანზე გასასვლელად გამზადებული კარგი ფეხბურთელივით ენერგიით უნდა იყო დატენილი. მას ხომ მაგარი კუნთები აქვს და ფეხბურთელის ყველა ხერხი იცის… აი, ასეთი შემართებით უნდა თამაშობდე სცენაზე!

ჩვენი პროფესიის საიდუმლოება იმაშია, რომ სცენაზე გამოსვლისას შენ გრძნობდე თითქოს ამ როლს თამაშობ პირველად, როგორც პრემიერაზე. თუ ამ გრძნობას უმტყუნებ, მაშინ ეს როლი დაკარგავს თავის მშვენიერებას. ეს არის თეატრის მსახიობის სამზარეულოს საიდუმლოება – როგორც პირველად. ეს ძალიან ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის მანძილზე ბევრი როლი ვითამაშე, ვცდილობდი ამ პრინციპის დაცვას. ახალგაზრდებსაც მოვუწოდებ ისწავლონ როლის პერსპექტივაში თამაში.

მე მოცულობით დიდი როლები მითამაშია. ამ როლებიდან ერთი ათი როლი ვითამაშე კარგად, დანარჩენი როგორც პროფესიონალმა საშუალოდ, ბევრიც ცუდად. მე არ ვარ ის კაცი, ჩემი როლებით ვიტრაბახო…”