Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გალაკტიონ ტაბიძე: “წიწამურში რომ მოჰკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი!”

12 სექტემბერი, 2018

გალაკტიონ ტაბიძე: "წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა გათავდა დიდი!"ილია ჭავჭავაძის მკვლელობა მისი კოლეგებისთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. პოეზიის მეფემ გალაკტიონ ტაბიძემ ილიას მკვლელობას ლექსი მიუძღვნა, რომელიც ამ საშინელი ტრაგედიის ჰიმნად იქცა:

“წიწამურში რომ მოჰკლეს ილია,
მაშინ ეპოქა გათავდა დიდი,
ძველი სიმღერა და იდილია,
ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი.
მოჰქონდათ წინათ პასტორალები,
ბაღთა მნათობით გადამთოვრება,
როგორ ოხრავენ მათზე ქალები,
რა მშვიდი იყო მათი ცხოვრება.
დრო იყო: ომის აუსახველი.
დღეებს იმედი ესაკიდება,
რა მძლავრად ქუხდა მათი სახელი,
რა დიდი იყო მათი დიდება.
დადგა ცხრაას რვა, ახალი ლანდი
ჩემთვის სიზმრებში უცნობია ჯერ.
ახალი წვიმა, ქარი, “დალანდი”
და მთელი ხანა წიგნის Crane aux fleurs”.