Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“გახსოვთ საყდრისი?”

14 სექტემბერი, 2018

"გახსოვთ საყდრისი?"ამ შეკითხვით ქართულ საზოგადოებას და ხელისუფლებას ჟურნალისტი მამუკა ნაცვალაძე მიმართავს:

“გახსოვთ საყდრისი?…

ის თუ გახსოვთ, რა იყო საყდრისის დანგრევის ოფიციალური მიზეზი?

გაიხსენეთ? ვერა? მაშინ მე გაგახსენებთ, სამასი კაცს სამუშაო ადგილი უნდა შეუქმნათო, – მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბრძანა…

ჰოდა, ამ კანაფის თემაზე გამახსენდა, მოვიკითხო საყდრისის – მსოფლიო ცივილიზაციის გარიჟრაჟის, უძველესი ეგვიპტური და მესოპოტამიური ცივილიზაციის თანადროული 5600 წლის წინანდელი ძეგლის დანგრევის გამპრავებლები, მათთან ერთად მოვიკითხო ის უჩინარი სამასი კაცი, ახლა ნამეტანი გამძღარი რომ უნდა იყოს მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ძეგლის შთანთქმით…

ხომ კარგად ბრძანდებით, ბატონებო, – თქვენს გამძღარ მძორს ნამეტანი გაანათებს მთავრობისაგან აწ უკვე ნაკურთხი მარიხუანა…

მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან – თქვე ჩემის პატივნაკრავებო, რატომ გგონიათ რომ საქართველო თქვენით იწყება და თქვენითვე უნდა დამთავრდეს?”