11 სექტემბერი, 2018

გაიცანით ბათუმის კინოფესტივალის ჟიური

გაიცანით ბათუმის კინოფესტივალის ჟიურიBIAFF 2018 – ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია.
კინოფესტივალის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, საკონკურსო პროგრამას შეაფასებს საერთაშორისო ჟიური შემდეგი შემადგენლობით:

BIAFF 2018 – საერთაშორისო მხატვრული სექციის ჟიური
სერგეი რახლინი (აშშ) – თავმჯდომარე Sergei Rakhlin (USA) – Head of Jury, Chairman Golden Globe
ბეკე ფლიგაფი (უნგრეთი) – რეჟისორი
ოლეგ ნეგინი (რუსეთი) – სცენარისტი
ალინ ტასჩიანი (თურქეთი) – კინოკრიტიკოსი
ლევან თუთბერიძე (საქართველო) – რეჟისორი

BIAFF 2018 – საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების სექციის ჟიური
ვიტალი მანსკი (ლატვია) – ჟიურის თავჯდომარე, რეჟისორი
ინა როსოვ (გერმანია) – კინოდისტრიბუცია
ზავენ სარგისიანი (სომხეთი) – ფარაჯანოვის მუზეუმის დირექტორი
სერგეი ლავრენტიევი (რუსეთი) – კინოკრიტიკოსი
მარიამ ჭაჭია (საქართველო) – რეჟისორი

BIAFF 2018 – საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის ჟიური
ნიკოლოზ ხომერიკი (რუსეთი) – ჟიურის თავჯდომარე, რეჟისორი
ჟალე არიკანი (გერმანია) – მსახიობი
ქეთევან დევდარიანი (საქართველო) – სცენარისტი

BIAFF 2018 – ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური
გოგი გვახარია
თეო ხატიაშვილი
ლელა ოჩიაური

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური წელს პირველად იქნება წარმოდგენილი ბათუმის კინოფესტივალზე და შეაფასებს საერთაშორისო მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციას და გამოავლენს კინოკრიტიკოსთა რჩეულ ფილმს, რომელსაც გადაეცემა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაწესებული პრიზი – 1000 ევრო.

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე

კინოფესტივალზე დასწრება – კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება (რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) – სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით – http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის მხარდამჭერები – საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტის და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო, ა.მიცკევიჩის ინსტიტუტი

კინოფესტივალის სპონსორები – სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Holland Hoek”, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, კაფე „გარდენს“

კინოფესტივალის მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Cinemania, AT.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge

კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org ან www.facebook.com/biaffbatumi 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 599-482181 597-998272